,,მართალია ჩვენი დროის სენტიმენტალურ ლიტერატურაში სიტყვა ,,დრამის” მიმართ ნდობა მეტისმეტად შესუსტდა, რადგან ხშირად გამოიყენება უმართებულოდ და დამახინჯებული მნიშვნელობით, აქ მაინც აუცილებელია მისი ხსენება, იმიტომ კი არა, თითქოს ეს ამბავი დრამატულია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ როდესაც იგი დასრულდება, შეიძლება ვინმეს ერთი ორი ცრემლი გადმოუვარდეს intra da
extra muros”
ბალზაკი რეალისტი მწერალია და მისი
რეალიზმი სრულიად მკაფიოდ ასახავს XIX საუკუნის საფრანგეთს; საფრანგეთს, როგორც
მატერიალურ უპირატესობას და სოციალურ კატასტროფას. ბალზაკმა თავის სიცოცხლეში
85 რომანისა და მოთხრობის დაწერა მოასწრო და თითქმის ყველა მისი პერსონაჟი
არაადამიანური ტანჯვის და ვაების მსხვერპლია, ეს „გოდების ანგელოზი“ კი ბურჟუას
მიერაა შექმნილი, რომელიც უცილობლად ყველას სულით იკვებება.