როგორც იქნა დადგა ზაფხული, ჩემი ყველაზე
საყვარელი და გამორჩეული წელიწადის დრო. ეს ის დროა როცა მზის სხივები თავიანთი
მხურვალებით მთასა და ბარს ერწყმიან, მდინარეები კი თვალისმომჭრელად, ალმასებრივ
ირეკლავენ ამ სხივებს და ისევ ფირუზისფერ
ცას უბრუნებენ. ჩიტების გამაყრუებელი და ამავდროს საამო ჟღურტული ბუნებას იმ ლამაზ
ნოტაზე ამღერებს, რომლის წიაღში ადამიანს ძალუძს ემოციური და ესთეტიური გრძნობის
დაკმაყოფილება, ეს თრობის საათებია. ამ დროს რთულია ისაუბო სულიერ სიმშვიდეზე,
მაგრამ ზაფხულსაც აქვს ის თავისებური ხიბლი, რომელშიც ადამიანთა დინამიური სვლა,
ყოფა იგრძნობა.
უკვე ჩვეულებად მექცა სანაპიროზე
ფეხშიშველი სეირნობა და იმ დღესაც სწორედ
ასე, სრულიად მარტო მივუყვებოდი ნაპირს. ჩემს ბურანში ვიყავი როცა მოშორებით ორი
მოხუცი შევამჩნიე, თავიდან ყურადღება არ მივაქციე და მათ შორიახლოს ჩამოვჯექი.
მზის ჩასვლას გავჰყურებდი. ის იყო უნდა წამოვმდგარიყავი, რომ გვერდით აღტაცებული
შეძახილი გავიგონე, ამ შეძახილში
ბედნიერება და თან იმედგაცრუება ამოვიკითხე. როგორც კი მივიხედე
გაოცებისაგან თვალები გამიფართოვდა და უეცრად ძლიერმა დეჟავუმ შემიპყრო...მოხუცები
ერთმანეთს ტკბილად ესიყვარულებოდნენ. ამ დროს თითქოს ცა და დედამიწა შეერთდა, დრო
გაჩერდა და მეც თვალებგაშტერებული მოხუცთა ტრფიალს შევჰყურებდი. ეს იყოს მომენტი,
როცა ნამდვილი, უკვდავი სიყვარულის ძალა ვირწმუნე, სიყვარულის რომელიც ორი უდიდესი
გონის იმ ზეციურ კავშირს წარმოადგენს, რომლის უხილავი ძაფები სამუდამოდ აერთებს
სიყვარულის ცეცხლით ანთებულ გულებს. ორი „ახალგაზრდა მოხუცი“ რომელთა ერთი ამბორი
მხილველისთვის ერთ სიყვარულის ელექსირს ამზადებდა, ერთმანეთზე თავმიდებულნი
ჰორიზონტს გაჰყურებდნენ. ამ დროს, ცხოვრებაში პირველად, ჩემდაუნებურად
დავიჩუჩულე:შეჩერდი წამო! მშვენიერი ხარ... იმ დღეს სიზმარშიც იგივე განმეორდა.
გიგა წარმატებებს გისურვებ,ამ პოსტის წაკითხვამ კიდევ უფრო სხვანაირად დამანახა შენი ბუნება, კარგად წერ, ამიტომ შენი ბლოგის ძალიან ხშირი სტუმარი ვიქნები, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ პასიური ბლოგერი არ იქნები და იმედი მაქვს რომ ახალი პოსტებით ხშირად გაგვანებივრებ :*
ОтветитьУдалить"მადლობაა Shully ♥ შევეცდები ახალ–ახალი და საინტერესო პოსტები შემოგთავაზოთ :)"
Удалить