четверг, 12 сентября 2013 г.

"ბარმესიადის ვახშამი" ანუ როგორ ვოცნებობ მომავალზე

             
როგორც ვხედავთ მაიას ტომების წინასწარმეტყველება 2012 წელს მოსახდენ აპოკალიფსის შესახებ არ ასრულდა, არც კომეტა "ნიბირუმ" გაამართლა და არც კაცობრიობის დასასჯელად მოვლინებულა დედამიწას ესეოდენ შიშისმომგვრელი და შემზარავი ანტიქრისტე, ამიტომ ამ ყოველგვარ რეალობას მოკლებულ, ცრუმორწმუნე ადამიანთა კატეგორიისთვის გათვლილ პროგნოზებზე ფიქრის ნაცვლად, ჯობს უკვე მომავალზე ვიფიქრო, ან თუნდაც ვიოცნებო. არ მინდა წინასწარ ილუზიები შევიქმნა, მაგრამ საკუთარი პიროვნული მოტივაციიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩემი ოცნებები მომავლის დაგეგმარებაში მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს, ამისათვის საჭიროა: მიზანსწრაფვა, მონდომება და... ისევ და ისევ სწავლა.
                  ერთხელ ჩემმა მეგობარმა მკითხა: "როგორ წარმოგიდგენია ჩვენი მომავალიო?" მე ვუპასუხე– განა ასე ადვილია მომავლის წარმოდგენა–თქო ! მაშინ ეს პასუხი გაუაზრებლად გავეცი, იმის გათვალისწინებით რომ ბავშვი ვიყავი, ახლა ვუფიქრდები ჩემს პასუხს და ვხდები რომ სადღაც მართალიც კი ვიყავი–ბუნებრივია იკითხავთ–სად? ...ამას შემდგომში გაიგებთ.

            ბავშვობიდან მოზარდობის გადასვლის პერიოდში, ჩვენ ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ რა როლი დაგვეკისრება ზრდასრულთა პრობლემებით და ეიფორიით აღსავსე სამყაროში, ვცდილობთ გავარკვიოთ თუ ვინ ვართ ჩვენ, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რა მიზნებს ვისახავთ მომავლისთვის. ეს კრიზისული პერიოდი გასტანს იქამდე სანამ საკუთარ თავში არ დავლაგდებით, ამ კრიზისის დასაძლევად კი სწორედ პიროვნული იდენტობა უნდა გამოვიყენოთ. თავდაპირველად მეც გაურკვევლობის გრძნობა განვიცადე, იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი უნდა მეთამაშა მოზრდილთა საზოგადოებაში, მაგრამ ცხოვრების აქტიურმა წესმა და საზოგადოებასთან მუდმივმა ურთიერთობამ ჩამომიყალიბა მტკიცე, საკუთარი ინდივიდუალურობის შეგრძნების უნარი. ახლა ვაცნობიერებ, რომ შემიძლია ვიყო დამოუკიდებელი, შესაბამისად მომავალზე ზრუნვაც დაწყებულია.
                ვაპირებ გავხდე ჟურნალისტი, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი მზარავს რომ ოდესმე გითხრათ: სადღაც ქართველებმა დანაშაული ჩაიდინეს! ან სადღაც საქართველოს ორი მოქალაქე დააპატიმრეს–თქო. ცხოვრებას ირაციონალურად ვერ წარმართავ, ამიტომ სჯობს რეალობას შევეგუოთ...ჰმმ...ძალიან რთულია.                   
           
ახლა ფურცლით და კალმით ხელში ვზივარ მაგიდასთან და მომავლის სარკეში ვიყურები, ერთი შეხედვით რა ვარდბუჩქნარით მოფენილი გზა მელოდება წინ–ცოტა სიხარული, ცოტა ტკივილი, ცოტა წარმატება, ცოტა იმედგაცრუებაც და მომავალი შემდგარია... აჰ, მაგრამ არა, განა წაღან არ დავწერე მომავლის წარმოდგენა რთულია–თქო :) მართალია თუ ფანტაზიას ავყვებით, ოცნებაში ყველა ბედნიერები ვართ, მაგრამ რეალობას ხაზს ვერ გადაუსვამ–ხომ გაგიგიათ ოცნებასაც ფრთხილად უნდა არჩევა, ის შეიძლება მართლა ახდეს.      
                მომავლის პატიოსნებაში დარწმუნებული, ვფიქრობ, რომ უცოდველ ბილიკს დაბადებიდან აღსასრულამდე "ფეხშიშველი" სამართლიანად გავივლი...მაგრამ ..."ვინ ვარ მე, თუ არა ადამიანი, რომელმაც დაიფიცა სამყაროს შექმნის დღიდან, რომ არ შესცოდავდა, თუმცა კვლავ ადამიანი, რომელმაც გამოავლინა ჩვეული თვისება და აკრძალული ნაყოფი გასინჯა".

2 комментария:

  1. კარგად წერ გიგა, გააგრძელე ასე, როცა ფიქრი და წერა ერთდროულად შეუძლია ადამიანს ვფიქრობ რომ იგი ყველაფერს მიაღწევს. ფიქრის და გაანალიზების უნარი ბევრს ნიშნავს ცხოვრების ყველა ეტაპზე და ყველა საქმეში <3

    ОтветитьУдалить
  2. უღრმესი მადლობა ☺ და მაგეებშიც გეთანხმები ))

    ОтветитьУдалить