ჩემ შესახებ

             მე ვარ გიგა ფუტკარაძე, 16 წლის, მოსწავლე და დამწყები ბლოგერი.


 დიდიხანია გატაცებული ვარ წერით. ვწერ ყველაფერზერაც მომწონს, რაც მაწუხებს, რაც მინდა...ვცდილობ ფაქტები და მოვლენები ისე ავსახო ფურცელზე, რომ  მხატვრულობა და რეალიზმი თანაბრად იგრძნობოდეს. ხანდახან წერის დროს მიყვარს ყველაფრის გაიდიალება. ჩემი გადასახედიდან მაქვს დიდი ფანტაზიის უნარი, აქედან გამომდინარე ნაწერის თემატიკა ხშირად გამოგონილ ამბებს და პერსონაჟებს უკავშირდება.                      

თავისუფალ დროს ვუსმენ მუსიკას, ვკითხულობ წიგნებს, ვთამაშობ ტენისს, ვუყურებ ფილმებს, ვცდილობ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენო და რეკრეაციული მოთხოვნილებებიც დავიკმაყოფილო. მიყვარს პოეზია, ჩემი ყველაზე საყვარელი პოეტიაგალაკტიონი, ლექსებს თვითონაც ვწერ.                      
 

საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ გეტყვით, რომ  "ვჯდები" ყველანაირ ხასიათშისიტუაციიდან გამომდინარე. ვარ მშვიდიც, მხიარულიც, სერიოზულიც, ჯიუტიც, ცინოკოსიც, ქარაფშუტაც... ჩემი თავი ბოლომდე არ მაქვს შეცნობილი, ამიტომ ვეთანხმები სტენდალს, ის ამბობდა, რომ–"ყველაფრის შეცნობა შეიძლება, თუმცა ყველაზე ძნელი საკუთარი თავის შეცნობაა". ვფიქრობ ჩემი ბუნება მრავალფეროვანი და ღრმაა, მომწონს ის რაც არ მომწონს, ვაკეთებ იმას რაც საინტერესო და "ჩახლართულია", ყოველთვის ვცდილობ დასახულ მიზანს მივაღწიო; მე ოპტიმისტი ვარ, მე მომავლის რწმენა მაქვს, მაგრამ ხანდახან პესიმისტიც ვხდები, ალბათ ჩემშია პრობლემა...არ ვარ იდეალური, მაგრამ ვარ იდეალისტი...((მე მოზარდი ვარ, ვიზრდები, შესაბამისად ჩემი ფსიქოლოგიაც იხვეწება...არ მინდა ვიყო გენიოსი, მინდა ვიყო ჩვეულებრივი ადამიანი ბევრი კარგით და ბევრი ნაკლით, რათა ვთქვა სიკვდილის წინ, რომ "ცხოვრება ღირდა...!!!"          

ჩემს მომოვალ პროფესიაზე ბევრი მიფიქრია, არჩევანი კი ბოლოს ჟურნალისტიკაზე შევაჩერე. ვფიქრობ ეს პროფესია დამეხმარება საკუთარი შესაძლებლობების და ძალის ბოლომდე გამოვლენაში, თან როცა ჩემ თავს წარმოვიდგენ როგორც ჟურნალისტს გული სხვანაირად თრთის, ალბათ ესაა ჩემი მოწოდება.

ვეცდები ბლოგზე ატვირთული ახალი პოსტები თქვენთვის საინტერესო და კარგი საკითხავი იყოს ☺ ))

                                                                         იყავით კრეატიულები ♥ ))
                                                               
                                            გიგა ფუტკარაძე                                                                
                           gigafutkaradze@gmail.com
                 
                    

Комментариев нет:

Отправить комментарий