მახსოვს
ცენტრში ჩემი პირველი ვიზიტი. უცხო გარემოში მოხვედრილი დაბნეული ვიდექი ოთახში
და იქ მყოფებს ათას კითხვას ვუსვამდი. ცოტა გავშინაურდი, შევეჩვიე და სულ მალე
უცხო გარემო კარგა ხნის ნაცნობ ადგილად გადაიქცა. ახლა ყოველთვის როცა კარის ზღურბლს ფეხს გადავაბიჯებ მაშინვე "ვიკეთებ
ვარდისფერ სათვალეს" და ჰარმონიულობას ვუერთდები. მავიწყდება პრობლემები, მავიწყდება დრო და თქვენ წარმოიდგინეთ სახლისკენ მიმავალი გზაც კი. მსიამოვნებს ის ფუსფუსი, რომელიც მის შიგნითაა, მსიამოვნებს იქ გატარებული ყოველი წამი, სიხარულით ვიღვიძებ ყოველ პარასკევს, 4 საათის მოლოდინით ☺
(ყველაზე გამორჩეული დღე) მიხარია იქ მყოფი ჩემი მეგობრების ბედნიერი სახეების დანახვა. შეუძლებელია იქ იყო და იყო მარტო, იქ იყო და იყო მოწყენილი, იქ ყოველი სიტყვა, სიცილი, სიხარული, ბედნიერება გადამდებია.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალგაზრდობის ცენტრის დაუღალავი და მიზანმიმართული შრომა ახალი თაობის შემეცნების, ცნობიერების, ურთიერთობებისა და გამოცდილების გაღრმავებაში. პატარა ცენტრი დიდ ასპარეზს უქმნის ახალგაზრდებს, რომ შეიძინონ, გამოავლინონ და გასცენ ის პერსონალური თვისებები თუ ცოდნა, რომლებიც აუცილებელია მომავლის შენებისთვის.
პატარა მაგრამ დიდი, ახალგაზრდა მაგრამ გამოცდილი და დემოკრატიული ცენტრი ყოველთვის იქნება პირველი, პირველთა შორის. ის რომ არა ეს ბლოგიც არ იქნბოდა ☺.
მეტი ვიდრე ახალგაზრდობის ცენტრი! აქ მოხუციც კი ახალგაზრდაა.
მოკლედ მთელი სულითა და გულით ვუერთდები თქვენს მილოცვებს და კიდევ დიდხანს ფუნქციონირებას ვუსურვებ ♥ )) By Shorena,Nata,Xatia and all young people
მე <3 ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი და მიხარია, რომ ვარ მისი წევრიიიიი
ОтветитьУдалить