понедельник, 17 июня 2013 г.

ოცნების ზღვარზე

         
 ადამინაის ფანტაზია უკიდეგანოა, აქედან გამომდინარე მისი ოცნებებიც მრავალფეროვანია. ადამიანის ოცნებები მათ ხასიათზე, ამბიციებზე და მოთხოვნილებებზეცაა დამოკიდებული, შეიძლება მათი ოცნებები მათ სულიერ ან ფიზიკურ მდგომარეობასაც განსაზღვრავდეს. ყოველი ადამიანი მიზნად ისახავს ოცნება რეალობად აქციოს, მაგრამ თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიძლება ოცნება ოცნებადვე დარჩეს.
            ოცნებანი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების ფარგლებს გარეთ სცდება, სწორედ აქედან ექმნეათ მათ ილუზია, ილუზია რომელსაც ხშირად ტრაგიკული დასასრული აქვს.
            მეოცნებე ადამიანების უმრავლესობა, წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს, სამყაროში რომელშიც ყველაფერი ილუზიებზეა აგებული, ბოლოს კი მათი არსებობა ამ წუთისოფელში ფუჭად ჩაივლის. სისულელე იქნება ადამიანმა მხოლოდ ილუზიები შექმნას, მან უნდა შეაფასოს იგი, ასევე გაითვალისწინოს შეგონება–"ფრთხილად აირჩიე ოცნება, ის შეიძლება მართლა ახდეს" რათა თავიდან აიცილოს არასასურველი შედეგები და არ მოუწიოს შეცდომების გამოსწორება. 
           
         

არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად აფასებენ სიტუაციას და იციან რაზე იოცნებონ, მაგრამ აქაც ორი კატეგორიის ხალხია: ზოგი მოქმედებს ამ ოცნებისათვის და სისრულეში მოჰყავს, ზოგი კი ოცნებობს და ჰგონია ამ ოცნების სისრულეში მოყვანისთვის რამეს აკეთებს, მაგრამ ის ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ მხოლოდ უოცნბია და მთელი ამ ხნის განმავლობაში არც არაფერი გაუკეთებია.

           
ჰაინრიხ შლიმანი
          არსებობს ფაქტები იმის შესახებ, როცა ოცნება რეალობად გადაიქცა მაგალითად: ჰაინრიხ შლიმანი–ცნობილი, გამოჩენილი არქეოლოგი, რომლის ბავშობის ოცნება   ტროას აღმოჩენა იყო, მან კი თავისი მიზანდასახულობით, შრომისმოყვარეობითა და მისწრაფებით, თითქოს და განუხორციელებელი ოცნება აიხდინა.
             რეალობის ფანტაზიასთან შერწყმით წარმოიშობა ოცნება, შეიძლება ითქვას, რომ ოცნება ფანტაზიისა და რეალობის საზღვარია, აქედან გამომდინარე ოცნება არის რეალური და არარეალური. თუ გაქვს ფანტაზიის უნარი და რეალობის სრულფასოვნების აღქმის შესაძლებლობა, მაშინ შეგიძლია ოცნება შენი ცხოვრების ნაწილი გახადო.
              პესიმისტი ადამიანებს ოცნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, ოცნებას აზროვნების დამაბრკოლებელ ბარიერად აღიქვამენ, მაგრამ მაინც ოცნებობენ–რატომ? იმიტომ, რომ ოცნების გაკონტროლება შეუძლებელია, ეს ადამიანში უნებურად (ზოგჯერ გამიზნულად) წარმოიშობა.
               რომანტიკოსი მეოცნებესთან ასოცირდება. რომანტიკოსი, რომელიც თავისი იდეალური ფანტაზიის უნარით თხზავს ოცნებებს და სჯერა მათი, აგებს ოცნების კოშკებს და ცხოვრობს შიგნით, თავისი ოცნების ტყვეობაშია, ოცნება მისი სულის საზრდოა და პირდაპირ კავშირს ამყარებს მასთან.
              ადამინის გონების ყველაზე ამოუცნობი და შეუდარებელი შესაძლებლობა ოცნებაა, ოცნება რომელიც ადამიანის წარმოსახვითი აზროვნების პიკს აღწევს.
              "ოცნების ახდენის გამოა ცხოვრება საინტერესო" ამბობდა პაოლო კოელიო, ჩვენ კი ბევრჯერ აგვისრულებია ოცნება, მაგრამ არ დაგვიფასებია, თავიდან გაგვხარებია, მერე კი დაგვვიწყებია, ზოგჯერ (ან იქნებ ხშირად) ვერ ვაფასებთ რეალობას, იმას რაც გვაქვს და უფრო მეტი გვინდა...
               ამრიგად "უდიდესი სიბრძნეა შეინარჩუნო ოცნების უნარი, ოცნებანი აძლევენ ქვეყნიერებას ინტერესსა და აზრს. ოცნებანი თუ კი ისინი თანმიმდევრული და გონივრულია, კიდევ უფრო მშვენიერი ხდება. როდესაც რეალურ სამყაროს თავის ხატად და მსგავსად აქცევს".


2 комментария:

  1. მოკლედ, გიგა ძალიან კმაყოფილი ვარ რომ სწორად შეგარჩიე და საერთოდ მიკვირს აქამდე რატომ არ გქონდა ბლოგი, რადგან მიმაჩნია, რომ ძალიან კარგად გამოგდის წერა, ბლოგის ავტორობა :* გისურვებ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა შორენა :) შენი სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს ))

      Удалить