пятница, 21 июня 2013 г.

NATO-გზა დასავლეთისკენ

           
ნატო აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. უკვე რამდენიმე წელია რაც ის მთავარ განსჯის საგნად იქცა. ზოგი  მოწმობს, რომ ეს ორგანიზაცია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული, მკვეთრი აღმოსავლური პოლიტიკური შეხედულებების მქონე ალიანსია, ზოგიც კი მას დემოკრატიის, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ფასეულობებით გაერთიანებულ სახელმწიფოთა კავშირად მიიჩნევს.
       ჩემი პროდასავლური ხედვა მოწმობს, რომ ნატოში გაწევრიანებას მხარს ვუჭერ, ალბათ ეს ერთადერთი თუ არა, ერთ–ერთი გზაა იმისა, რომ ისეთმა პატარა სახელმწიფომ, როგორიც საქართველოა თავი დაცულად იგრძნოს (ეს ჩემი სუბიექტური აზრია). დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, ნატოში ინტეგრაცია ეროვნული თავისუფლების მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილიზაციას, ეროვნულ და სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას, თავდაცვითუნარიანობას...
        

             ჩვენ ვსაუბრობთ ნატოს დადებით მხარეებზე, მაგრამ  გვრჩება ის, რასაც შეუძლებელია გვერდი ავუაროთ. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ტერიტორია სამხედრო პოლიგონად რომ გამოცხადდეს? რაა უარს იტყვი?...მაგრამ ხომ იცით სრულყოფილი არაფერია... მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს.
        2008 წელს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად , გამოკითხულთა 77%–მა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მათ ერთხმად აღიარეს, რომ  ნატო გამარჯვების გზაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ნებას.
       
                      ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მომავლის პერსპექტივაა და ვიმოედოვნებ მისი კარი ჩვენთვის მალე გაიხსნება,  და საერთოდ სახელმწიფო ყოველთვის უნდა იყოს კოლექტური ნებისა და არა ძალაუფლების მატარებელის მსახური.































Комментариев нет:

Отправить комментарий