понедельник, 24 июня 2013 г.

თეთრი სიკვდილი

                                      

"ნარკომანია სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი სიკვდილით ტკბობა"
                                                                                                         ფრანსუა მორიაკი

            ნარკომანია ეს დაავადებაა, რომელიც პიროვნების ტოტალური განადგურების არამარტო საფრთხეს, არამედ გარდაუვალობასაც წარმოადგენს. მსოფლიო უკიდურესობის ზღვარის პირასაა. ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი დღითიდღე  მატულობს. ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია, იგი ცხოვრების წესია, მიდრეკილება, რომელიც ადამიანის პათოლოგიურ დამოკიდებულებასთან ერთად იზრდება.
                    ნარკოტიკი ერთგვარი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, ის სპეციფიკურ გავლენას ახდენს როგორც ადამიანის ნერვულ სისტემაზე, ასევე სხეულზე. ეს გლობალური პრობლემა, პიროვნების მორალურ–ზნეობრივი ნორმების გადახრიდან, ეროვნული თვითშეუგნებლობის მწვერვალად გადაიქცა–ბევრს ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე აქვს პრეტენზია, რაც ჩემი აზრით ყოვლად დაუშვებელია, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად იამაიკა) დასაშვებია მარიხუანას კულტივირება და მოხმარება,მე ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან დიდი უტაქტო საქციელია.

           
 უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ნარკომანიამ საქართველოც მოაქცია თავის მარწუხებში. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 200000–ს აღწევს (მონაცემები შემაშფოთებელია), სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ წამალდამოკიდებულთა უმრავლესობა 25 წლამდე ასაკისაა; ეს ყველაფერი კი იმ კანონის ფონზე, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით განისაზღვრება.


მუხლი 260: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება:

1.ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება–ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 11 წლამდე.

                 ახლა კი მკითხველო თქვენ თვითონ განსაჯეთ...

         
საკმარისია ერთხელ მივიღოთ ნარკოტიკული საშუალება, რომ გავხდეთ ნარკომანი, შემდეგ რთულია ამ წუმპედან თავის ამოთრევა. ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი–ესაა პათოლოგია, რომელიც ნარკომანს ნარკოტიკის რამდენიმეჯერ მიღების შემდეგ უვითარდება.
                ქრონიკული აშლილობა, ჰალოცინაციები, თვალების ჩასისხლიანება, უძილობა... ეს ის სიმპტომებია, რომელიც ნარკოტიკის მიღებას ახასიათებს, მასთან განმკლავება რთულია, რადგან ნარკოტიკების მიღების დაუძლეველი სურვილი წამალდამოკიდებულს თანდათან უძლიერდება, ამ დროს დიდია აივინფექცირების და ზედოზირების რისკი.
               მოზარდებშიც ხშირია ნარკომანია. მეტწილად მათზე გავლენას არაფორმალური გარემო (მაგალითად ქუჩა), ოჯახური პირობები ან პიროვნული მდგომარეობა ახდენს, ამ დროს მოზარდი ასოციალური ხდება, აგრესია მატულობს, ხასიათდება მაღალი ასერტიულობით, ხშირია აფექტი, ეს ბავშვის ყველაზე კრიზისული პერიოდია, ამ დროს (გარდატეხის ასაკში) მისი ფსიქოლოგია ჩამოყალიბების გზაზეა და მეტია ალბათობა იმისა, რომ მოზარდმა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ გაუაზრებლად იმოქმედოს.
                                 
                                                               



             ნარკომანიის კლანჭებიდან გათავისუფლება შესაძლებელია, ამისათვის რამდენიმე სახის თერაპია არსებობს:
  • დეტოქსიკაცია.
  • მედიკამენტებით მკურნალობა.
  • ფსიქოლოგიური დახმარება
  • სულიერებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია.
  • მოძღვართან და მონასტერთან კავშირი.

               ,ამრიგად, ნარკომანია გლობალური პრობლემაა, რომლის მოგვარება მთლიანად თუ არა ნაწილობრივ შესაძლებელია, ოღონდ საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა მსოფლიო ფატალური განადგურების წინაშე არ დადგეს.
                                


2 комментария: