понедельник, 1 июля 2013 г.

წიგნი–მეტი ვიდრე ლიტერატურა

             

                  წიგნი ანტიკური ხანიდან დღემდე ინფორმაციის შენახვის და გაცნობის ერთ–ერთი მასობრივი საშუალებაა. მან უკვე მრავალჯერ დაამტკიცა თავისი ძალა ყველა სფეროში, ძალა რომელიც უმთავრეს იარაღს წარმოადგენს ადამიანის განათლების, აღზრდის შემეცნების და ზნეობის ნორმებში. მრავალი საუკუნის განმავლობაში წიგნის რევოლუციურ განვითარებასთან ერთად იცვლებოდა ადამიანთა დამოკიდებულება მის მიმართ. თუ ადრე უპირატესობა ენიჭებოდა  სასულიერო მწერლობას, შემდეგ აღიარეს საერო და ისტორიული მწერლობაც (დროთა განმავლობაში სხვა დანარჩენიც). დაინგრა სტერეოტიპი, რომელიც გულისხმობდა ერთი ჟანრის პრინციპს. დროთა განმავლობაში წიგნმა შეიძინა ყველა ის თვისება, რომელიც ადამიანის სრულფასოვნების მიზანს ემსახურება.

                 "წიგნი არასდროს ტოვებს მკითხველს ისეთს,როგორიც მის წაკითხვამდე იყო.ყოველი კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო უკეთესი ხდები,ვიდრე იყავი…“ და მართლაც ყოველი წიგნი ჩვენში ტოვებს სიბრძნის მარცვლებს, რომლის დაკრეფა ჩვენი მოვალეობაა, წიგნს შეუძლია მკითხველს მორალი წაუკითხოს, ესაუბროს ზნე–ჩვეულებებზე, იქადაგოს...მის უდიდეს ძალაზე ისიც მეტყველებს, რომ წიგნებმა არამარტო ადამიანი, არამედ მსოფლიოც კი შეცვალეს: 
                                             


ბიბლია–რისტიანული სწავლების მთავარი წყაროა, ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი, რომელმაც შეძლო და ადამიანთა უდიდესი ნაწილი ერთი რწმენის ქვეშ მოაქცია, ასწავლა ცოდვა–მადლი, აღმოფხვრა მანკიერება, ხალხი სწორ გზაზე დააყენა...ეჭვგარეშეა რომ ბიბლია სხვა წიგნებთან შედარებით არის ერთადერთი წიგნი, რომელმაც მსოფლიოს სახე უცვალა.

          

დანტე ალიგიერი – ღვთაებრივი კომედიადანტემ მას მხოლოდ „კომედია“ უწოდა, ხოლო „ღვთაებრივი“ პოეტის გარდაცვალების შემდგომ დაუმატეს ეპითეტად. პოემა, რომელიც 14 წელიწადს იქმნებოდა, ეყრდნობა იმ დროისთვის გავრცელებულ მისტიკურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც იმქვეყნიური სამყაროს ხილვა სულის გადარჩენის გზაა.  იგი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც იტალიურ ენაზე შექმნილი უდიდესი ლიტერატურული ნაშრომი და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი.





ჰარიეტ ბიჩერ სტოუ – ბიძია თომას ქოხი– ეს წიგნი მკითხველს ამერიკელი შავკანიანი მონების ცხოვრების შესახებ მოუთხრობს. ამ რომანმა დიდი როლი ითამაშა ამერიკის სამოქალაქო ომის ზრდაში და ასევე მძიმე გავლენა მოახდინა საზოგადოებების შეხედულებებზე ჩრდილოეთის შტატებში.



ზიგმუნდ ფროიდი – სიზმრების ახსნა–“სიზმრების ახსნა” 1900 წელს გამოიცა. ეს არის ფროიდის უმთავრესი ნაშრომი ფსიქოანალიზის დარგში, სადაც ჩამოყალიბებულია მოძღვრება არაცნობიერის შესახებ. მასში მოცემულია ნევროზის კვლევისა და მკურნალობის მეთოდი, სიზმრის ფარული შინაარსის განმარტება და სხვა.


       ეს მცირეოდენი ჩამონათვალია იმ მრავალრიცხოვანი წიგნებიდან, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ადამიანთა და მსოფლიოს სახეცვლილებაში.


          ჩემი აზრით ადამიანთა კლასიფიკაცია იმის მიხედვით თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ წიგნის მიმართ უფრო მართებულია, ვიდრე სოციალური სტატუსის, ან აღიარების მიხედვით. წიგნთან ურთიერთობა უდიდესი ნიჭია, რომლის შეძენა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. წიგნი ღრმად წვდება და ამდიდრებს ადამიანი სულს, ცვლის შეხედულებებს, ამრავალფეროვნებს ფანტაზიას... როცა კითხულობ მთლიანად ერთვები ნაწარმოებში, თითქოს შენც ერთ–ერთი პერსონაჟი ხდები, იზიარებ მოქმედი პირების ტკივილს, სიხარულს... შენც იმ დროში გადადიხარ რომელშიც მოქმედებაა აღწერილი და წიგნის დასრულებამდე სხვა სამყაროში ცხოვრობ, დასრულების შემდეგ კი აღმოაჩენ, რომ შენში რაღაც ცვლილება მომხდარა.


                    კარგი წიგნი არ ნიშნავს მხოლოდ კარგ ლიტერატურას, როგორც ჯორდანო ბრუნო ამბობდა: "ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს" ჩვენ კი ამ სამყაროში კარგი უნდა დავინახოთ და წამოვიღოთ. წიგნების უდიდესი ძალა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ წიგნი მეტია ვიდრე ლიტერატურა.




4 комментария:

  1. გეთანხმები გიგა წიგნი მეტია ვიდრე ლიტერატურა:))) წიგნი ყველაზე საყვარელი, ინფორმაციის მომცემი წყაროა,არ შეიძლება არ გიყვარდეს წიგნი:)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. Этот комментарий был удален автором.

      Удалить
    2. getanxmebi magram samwuxaroa is, rom dges wigni iseti faseuli agaraa rogorc uwin iyo :(

      Удалить