понедельник, 8 июля 2013 г.

მომოვალი ეს ჩვენ ვართ !

              დრო მიდის...იცვლება გარემო, იცვლება ხალხი, იცვლება ის ცხოვრების სტილი, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თაობათა ცვლა იმ უწყვეტელ ჯაჭვს ჰქმნის, რომლის სიმტკიცეზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ძველსაც და ახალსაც, რათა ჩვენი "რელიქვია" ეროვნება უკვალოდ არ გაქრეს; თუ გაქრა მაშინ რა პასუხს გავცემთ ილიას? მან მამული, ენა და სარწმუნოება გვიანდერძა, ჩვენ თუ არ ვუპატრონეთ და არ დავიცავით, მაშინ რა პატრიოტები ვიქნებით, ან რა პასუხს გავცემთ თამარს და დავითს? გორგასალს? სწორედ ჩვენ ახალმა თაობამ უნდა ვიბრძოლოთ მომავლისთვის და იმ ჭეშმარიტებისთვის, რომლიდანაც ცხოვრებისეულ სიბრძნეს ვეზიარებით. ჩვენ უნდა ვიდგეთ ქვეყნის სადარაჯოზე და მტრის პირისპირაც.
               

             გოეთე ამბობდა: "შორს იმიტომ ვიხედები, რომ ბუმბერაზების მხრებზე    ვდგავარო" ჩვენც ჩვენი ბუმბერაზი წინაპრების მხრებზე ვდგავართ, მაგრამ შორსმჭვრეტელობა ალბათ ბრძენთა ხვედრია, ხომ იცით სრულყოფილთა ადგილი მუზეუმშია.


                   წაღან პატრიოტიზმი ვახსენე და მინდა გითხრათ, რომ თუ ვიქნებით პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალულები, ბრძოლისუნარიანობა და სიმტკიცე არასოდეს გვიმტყუნებს. მომავლის ინოვატორები ეს ჩვენ ვართ და ჩვენს სიტყვას ქართველი ერის წინაშე აუცილებლად ვიტყვით.

Комментариев нет:

Отправить комментарий