вторник, 9 июля 2013 г.

"ტრიუმფალური თაღი"

         

ერთ შეხედვით არაფრით გამორჩეული, მაგრამ მსოფლიოში აღიარებული კლასიკა "ტრიუმფალური თაღი' ჩემი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი წიგნი გახდა მას შემდეგ, რაც წიგნი წავიკითხე და რომანს გემო გავუღე. თავიდან რომანი ერთფეროვანი მეჩვენა–მთავარი პერსონაჟის აქეთ–იქით სიარული ხან სასტუმროში ხან საავადმყოფოში, ყოველდღიური ვიზიტები ბარში, აქაც ისევე როგორც სხვა რომანებში ერთი ჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია იყო აღწერილი, თავისი მწვავე ეიფორიით, ვნებით და ღალატით, ეს ყველაფერი კი იქამდე სანამ რემარკის ჩანაფიქრს მივხდი.

             "ტრიუმფალური თაღი" II მსოფლიო ომის გამოძახილია... რემარკი ალეგორიულად აკრიტიკებს ომის სისასტიკეს, დაუსრულებლობას, ულმობლობას. რომანში ნათლად ჩანს ფაშიზმის ბატონობა და ფაშისტების ამორალურობა. საკონცენტრაციო ბანაკები და ტყვეთა ტანჯვა ავტორმა მთავარი პერსონაჟის მოგონებებით წარმოგვიდგინა. იმ დროისთვის რეალური და ამავდროს მძიმე ყოფა რემარკის იმ დიდ ტკივილს წარმოადგენს, რომელსაც ასე ვთქვათ სამშობლოში დისკრიმინაცია ჰქვია. "ტრიუმფალური თაღის" მთავარი პერსონაჟის და ავტორის ცხოვრება ერთი შეხედვითაც ჩანს რომ ურთიერთმაკავშირებელი ჯაჭვითაა გადაბმული.  რემარკიც ბევრჯერ ყოფილა ემგიგრანტი, არალეგალთა მფარველი, თანამემამულეთა ანტიპათი, მისი რომანებიც აუკრძალიათ და პასპორტიც ჩამოურთმევიათ, ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა ის ხალხისთვის თვალის ახელას სცდილობდა და თავისი რომანებიც ამას მიუძღვნა, სწორედ "ტრიუმფალური თაღი" გახდა ის წიგნი, რომლის ფონზეც ფაშიზმი გაშიშვლდა.
               
  

"ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება. ადამიანის ადგილი კი არსად არის!–ეს ტკივილი დაყვება ერიხ მარია რემარკის "ტრიუმფალური თაღის" გმირს–გერმანელ ექიმს, რავიკს, საფრანგეთში რომ გამოქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზრვაურებს ჰგვანან, რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ; ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა  ,ამავდროულად, გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მოქცეულა. ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი. 

                 ...და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, 'ტრიუმფალური თაღის" დასასრულს ომი მხოლოდ იწყება."
                    ნიშანდობლივია ისიც, რომ ნაწარმოების დასაწყისში რავიკი ხვდება მეტად ლამაზ და ამავდროს თავგზააბნეულ  ქალს–ჟოან მადუს, რომელიც შემდეგ მის ცხოვრებას შეაფერადებს იმ  მძლავრი სიყვარულის ფუნჟით, რომელსაც ფერებს ვნების საღებავი აწვდის. მათი ურთიერთობის სიმბოლოდ კი კალვადოსი გადაიქცა, კალვადოსი რომელიც დიდი სიყვარულის და გამანადგურებელი ღალატის მოწმე გახდა. ჟოანის და რავიკის ურთიერთობა რაღაცით წააგავს ორი თავის გრძნობებში გაურკვეველ ბიჭისა და გოგოს ურთიერთობას, რთულია მათ სიყვარულში იმედის მარცვალი დაიჭირო, მაგრამ მათ ერთმანეთი უყვართ...
                  დიურანიც იმ ემიგრანტთა ხვედრს იზიარებს, რომლებიც უპასპორტოდ ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში, გამუდმებით შიშით იტანჯებიან, მაგრამ  დიურანს ეს დაბრკოლებად არ მიაჩნია, მართალია ფარულად მაგრამ უშიშრად მოღვაწეობს ექიმის ამპლუაში, ბევრჯერ შეუცვლია საცხოვრებელი ადგილი, სახელი და საახლობლო წრე, მაგრამ პიროვნება იგივე დარჩენილა; განა რთულია მიხვდე რომ რავიკი ცხოვრებაზე გამარჯვებას სცდილობს...რავიკს წარსული არ ასვენებს და გამუდმებით უღრღნის ფიქრებს, დიახ წარსულში მომხდარ ფაქტებს ვერ ივიწყებს,"დავიწყება! რა სიტყვაა! მასშია შიში, ნუგეში, მოტყუება! ვინ შეძლებდა ცხოვრებას დავიწყება რომ არა ? მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი რისი გახსენებაც არ სურს? გულს ამსხვრევს მოგონებების წიდა…" (ამონარიდი წიგნიდან) ტანჯავს კოშმარები, ცდილობს მოძებნოს ერთი ჰიტლერელი ჯალათი, რათა პასუხი აგებინოს ყველა იმ ქმედებისთვის, რაც მის და სხვა ადამიანების მიმართ ჩაიდინა–წამება, არაადამიანური მოპყრობა თუ  ხვა.
                    ამრიგად "ტრიუმფალური თაღი" ანტიფაშისტური სულისკვეთების ყველაზე უფრო მკვეთრი გამოხატულების რომანია. წიგნი გულგრილს დამდვილად არ დაგტოვებს და რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დასასრულის წარმოდგენა გახსოვდეთ–"ტრიუმფალური თაღის" დასასრულს ომი მხოლოდ იწყება.

                                                             <ამონარიდები წიგნიდან>
  • “სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება, თორემ ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყფილია მისი ადგილი მუზეუმშია”.
  • "შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შიძლება , თანაგრძობისგან კი –არა."
  • „რატომ არიან ღვთის მორწმუნენი ასე შეუწყნარებელნი? ყველაზე მსუქბუქი ხასიათი ცინიკოსებს აქვთ, ყველაზე აუტანელი – იდეალისტებს.“
  • "იცხოვრო – ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის. ადამიანი ადამიანითაა. ზოგჯერ მაინც ბჟუტავდეს სიკეთის ცეცხლი… არ შეიძლება ამაზე უარის თქმა. სიკეთე ადამიანს ძალას მატებს თუ მძიმე ცხოვრებით დაღდასმულია."
  • "თუ სწრაფად გამოღვიძება შეგიძლია, გადარჩენის მეტი შანსი გრჩება."
  • „რთულ სიტუაციაში პრიმიტივი ყველაზე უკეთესია. დახვეწილობა კარგია მხოლოდ მშვიდობიან დროს.“
  • 'მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ."
  • "რისთვის უნდა სცადო კაცმა რაიმეს შენება ,თუკი მალე ყველაფერი უსათუოდ დაინგრევა ? ჯობს ,ისევ დინებას მიჰყვეს ,ტყუილად არ ფლანგოს ჯან–ღონე    ––– ეს ერთადერთი რამ არის ,რისი აღდგენაც შეუძლებელია ! უნდა გაუძლოს! შეინარჩუნოს თავი იმ დრომდე ,ვიდრე ხელახლა არ გამოჩნდება მიზანი . და რაც უფრო ნაკლებ ძალას დახარჯავს მით უფრო უკეთესი იქნება ,– მარაგად დარჩება . იმ საუკუნეში ,როცა ყოველივე ინგრევა , ჭიანჭველის შეუპოვრობით აშნო დარბაისლური ცხოვრება?"
  • "მაგრამ მოძრავი მუდამ უფრო ძლიერია უძრავზე ."
  • "განა სიყვარული გუბურის სარკისებრი ზედაპირია ,რომ ყოველთვის შეიძლებოდეს მისი დანახვა?"
  • "მორალი სუსტების მოგონილია ,მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა."
  • "ვინც არაფერს ელის ის არც გულს ,არც გულს გაიტეხს."
  • "ყველაზე მართეული დამშვიდობების დროს წასვლაა."
  • "ზოგჯერ იაფფასიანი მუსიკა უფრო ძლიერად შეგირყევს სულს ,ვიდრე შოპენის ყველა ნოქტიურნი."
  • "რა თქმა უნდა ,სხვისთვის ძალიან ადვილია საყვედურის ნიშნად თავის ქნევა და კეთილგონიერებისაკენ მოწოდება ."
  • "ცხოვრება არის ცხოვრება ,არაფერი ღირს და უსასრულოდ ბევრიც ღირს."
  • "სულერთია ,უნდა ამოვათრიოთ ეს ქვეყანა სისხლიდან და ტალახიდან .და, თუნდაც შენ მხოლოდ ერთი გოჯით ამოათრიო -სულერთია , მნიშვნელოვანია , რომ განუწყვეტლივ იბრძოდი ,უბრალოდ იბეძოდი. და ვიდრე ცოცხლობ ,ვიდრე სუნთქავ , ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა , რომ ბრძოლა განაახლო ."
  • "მენანება დრო ძილისთვის .ვიდრე გძინავს ,სოცოცხლე ხომ მიდის ."
  • "ქალი სიყვარულისგან ფხიზლდება , კაცი კი ჭკუას კარგავს."
  • "შეყვარებულები არასოდეს გამოირჩევიან თავაზიანობით."
  • "ყველაფერი ყოველთვის წინასწარ არის გადაწყვეტილი, თუმცა ადამიანები ვერ გრძნობენ ამას და კვანძის დრამატული გახსნის მომენტი ჰგონიათ გადამწყვეტი საათი ."
  • "სიყვარული სნეულებასავით არის .ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს , ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ , ძალა გღალატობს . "
  • " აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღე იმ ცხოვრებით ,რომლის უზრუნველყც მისთვის მუდმივად არ შეგიძლია , და აუცილებლად დაკარგავ . შეეცდება , ასეთივე ცხვორება მოიპოვოს ,ოღონდ უკვე სხვა ადამიანთან ,რომელიც სამუდამოდ ასე ცხოვრებას შესთავაზებს."
  • "ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება ,როცა უკვე ვეღარაფერს გრძნობს.
  •       – არა ,როცა უკვე აღარ უყვარს. "
  • "ყოველთვის კარგი გვგონია იქ ,სადაც არ ვართ."
  • "უცნაურია ,რამდენს ფიქრობს ადამიანი ,როცა გზაშია და , რა ცოტას – როცა შინ ბრუნდება ."
  • "სიყვარული ახსნა– განმარტებებს ვერ ეგუება ."
  • "ადამიანი სუსტია და ეს გახლავთ მისი მომხიბლაობაც!"
  • "თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ – ჩანს ,დავბერებულვართ."
  • "ქალი ან უნდა გააღმერთო , ან უნდა მიატოვო .ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა ."
  • "მძაგს სრულყოფილება! ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება."
  • "ყველა უბედურებას ... მაშინ მიეცა დასაბამი ,როცა აზროვნების უნარი შევიძინეთ."
  • "თუ გიყვარს და თან სასწაულის არ გწამს ,დაღუპული კაცი ხარ."
  • "კატას ვერ მოსთხოვ ,თაგვების ნაცვლად ბალახი ჩამეო"
  • "ვინც ახსნა–განმარტებას იძლევა , ის უკვე თავს იმართლებს."
  • "ერთსა და იმავე საგანს შეიძლება ეწოდოს სხვადასხვა სახელი ,კარგიც და ცუდიც .ეს არაფერს ცვლის."
  • "გაწამებულნი არიან მხოლოს გამარჯვებულნი. დამარცხებულნი ფრიად საომარ განწყობილებაზე გახლავან .გამარჯვება უდარდელობას იწვევს ."
  • "ყველა ცდილობს გამოჰგლიჯოს ცხოვრებას ყველაფერი ,რისი გამოგლეჯაც შეუძლია ვიდრე აღსასრულის დღე არ დაუდგება."
  • "უცხოეთის მერყევ მინაზე ბევრა ძნელია ფეხზე წამოდგომა ,ვიდრე მშობლიურზე."
  • "ნამდვილი ტრაგედი ხანმოკლე უნდა იყოს ."
  • "ადამიანს შეუძლია, შეინარჩუნოს მხოლოდ ის ,რაც მასში იზრდება ."
  • "როცა ადამიანს თითქმის არაფერი რჩება ცხოვრებაში ,მცირედსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს."
  • "ვინც მეტისმეტად ხშირად იყურება უკან ,იოლად წაჰკრავს რაიმეს ფეხს და დაეცემა."
  • "გული ,ერთხელ შეთვისებულ–შედუღებული სხვა გულთან , აღარასოდეს განიცდის იმავეს უწინდელი ძალით."
  • "კაცმა არ იცის ,რამდენი რამის დავიწება შეუძლია. ეს დიდი ბედნიერებაცაა და საშინელი ბოროტებაც."

Комментариев нет:

Отправить комментарий