воскресенье, 14 июля 2013 г.

თურმე არსებობენ კეთილი ადამიანები

             
როდესაც პირველად მოვისმინე ისტორია 9 წლის გმირი გოგონას შესახებ, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, სულ სხვანაირად დავინახე ცხოვრება, და წუთისოფლის უსამართლობა... არ შემეძლო არ მომეთხრო ეს ისტორია თქვენთვის, ამიტომ  ამბის სრულად მოყოლა გადავწყვიტე.
                 რეიჩელ ბეკვიზი დაიბადა 2002 წლის 12 ივნის, ამერიკის ერთ–ერთ შტატ სიეტლში. 
                რეიჩელის ისტორია სწორედ აქედან იწყება. ერთხელ სიეტლში საქველმოქმედო ორგანიზაციის "Charity:water-ის" ხელმძღვანელი სკოტ ჰარისონი ჩამოვიდა. თავის ლექციაში, რომელზეც რეიჩელი მშობლებთან ერთად მივიდა, ყვებოდა რომ უღარიბეს ქვეყნებში ადამიანები განიცდიან სასმელი წყლის უკმარისობას. გოგონა კადრებით შოკირებული იყო, რომლებზეც ადამიანები გუბეებიდან და ჭაობებიდან სვამდნენ ბინძურ წყალს, შემდეგ კი დაინფიცირების შედეგად იღუპებოდნენ. გოგონამ მათი დახმარება გადაწყვიტა.
              
რეიჩელი დარეგისტრირდა საქველმოქმედო ორგანიზაციის "Charity:water-ის" ვებ–გვერდზე და საკუთარი გვერდი შექმნა. ის გვერდზე ყველას სთხოვდა რომ ფული შეეწირათ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც უწყლოდ იხოცებიან სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე მან დაიყოლია მშობლები, რომ არავინ მიეწვიათ მის მე–9 დაბადების დღეს და სთხოვა თავის მეგობრებს, ის ფული, რომელიც საჩუქრებში უნდა გადაეხადათ გადაერიცხათ მი გვერდზე. იქ ის აგროვებდა ფულს ჭების ასაშენებლად, რომ უზრუნველყო აფრიკის მაცხოვრებლები, რომლებიც სასმელი წყლის უკმარისობას განიცდიდნენ. როგორც ჩანს ეს ნაბიჯი მან გადადგა იმის შემდეგ, რაც ეკლესიამ, რომელშიც დადიოდნენ თავისი მშობლები, გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ფონდისთვის. იქ გოგონამ გაიგო, რომ ოთხი–ხუთი ათასი ბავშვი ყოველდღე იღუპება საშინელი ავადმყოფობებისაგან, რომლებიც წყურვილის მოსაკლავად სარგებლობდნენ  ბინძური გუბეების და ჭაობების წყალს, რომელიც საშიში მიკროორგანიზმებით იყო მოწამლული.

                 
გოგონას მიზანი იყო შეეგროვებინა 300 დოლარი თანხა, რაც ფონდის გათვლით 15 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა. თუმცა საჩუქრებზე ეკონომიით მან მხოლოდ 220 დოლარის შეგროვება მოახერხა, ამ ფაქტმა რეიჩელი ძალიან დაადარდიანა. რეიჩელი ადრეც იყო დაკავებული ქველმოქმედებით, მან ორჯერ გაიზარდა და შეიჭრა თმა იმის გამო, რომ ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისათვის პარიკები დაემზადებინათ.
                 თვენახევრის შემდეგ ამერიკაში საშინელი ავტოკატასტროფის შესახებ გავარდა ხმა. სიეტლის ერთ–ერთ მაგისტრალზე ერთმანეთს შეეჯახნენ 13 ავტომობილი, და ჰოი ბედისწერავ, ერთადერთი მსხვერპლი ამ საგზაო შემთხვევისა გახდ რეიჩელ ბეკვიზი.  გოგონა სიცოცხლის აპარატზე იყო შეერთებული, მაგრამ მიხვდნენ, რომ ის ვეღარ გადარჩებოდა და აპარატი გამორთეს.მისი ბოლო თხოვნა იყო, რომ შეეგროვებინათ თანხა სასმელი წყლისათვის. მის შესახებ გაიგო ათასობით ამერიკელმა. 
               

 ნათესავებმა, მეგობრებმა და ახლობლებმა დაიწყეს რეიჩელის გევრდზე არც თუ ისე დიდი თანხის შეგროვება. სკოტ ჰარისონმა– იმ ადამიანმა რომლის ლექციამაც ოდესღაც რეიჩელი გააოგნა, გაიგო თუ არა  მისი სიკვდილის შესახებ, მან კვლავ გახსნა რეიჩელის გვერდი ინტერნეტში. ის არასდროს შეხვედრია  გოგონას სიეტლიდან, რომელიც რიგში იდგა მასთან კითხვებით. რიგი ძალიან დიდი იყო ხოლო დედას ეჩქარებოდა. ახლა ის ყოვედღე თვალყურს ადევნებდა თუ როგორ ხდებოდა გვერდზე უცნაურობები. ფული მდინარეებივით მიედინებოდა. ეს იყო "Charity:water–ის" ისტორიაში ყველაზე მაშტაბური კამპანია. ეს ქველმოქმედება გავრცელდა მთელ ეკლესიაზეც. რამოდენიმე დღეში შეგროვებული იყო 100 ათას დოლარზე მეტი. შემდეგ ეს მთელ სიეტლზე გავრცელდა 300–400 ათასი დოლარი, "ხოლო, შემდეგ კი ჩვენ საერთოდ ვერ მივხდით, თუ რა ხდებოდა"–ყვება სკოტ ჰარისონი. 

       
                   

რეიჩელის საქციელმა და მისმა ტრაგიკულმა ბედმა გამოიწვია ამერიკელი საზოგადოების    დიდი რეზონანსი. 10 ათასობით ადამიანი რეიჩელის გვერდზე წერდა გულთბილ წერილებს. ისტორია მყისიერად ვითარდებოდა. ბავშვები სხვადასხვა ქვეყნებიდან ბოლო კაპიკებს ფერთხავდნენ თავიანთი ყულაბებიდან და მშობლებს სთხოვდნენ ფული რეიჩელის ანგარიშზე გადაერიცხათ, უფროსებს კი არ შეეძლოთ არ დაემატებინათ თავიანთი კუპიურები. 2011 წლის ოქტომბერში, როცა ფულის შეგროვების აქცია დამთავრებული იყო, გამოირკვა, რომ 31 997 ადამიანმა შესწირა 1 265 823 დოლარი. ეს ფული საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ  60 ათასზე მეტი ადამიანის სუფთა წყლის პრობლემა მოგვარებულიყო.

               

 რეიჩელის დედა სამანტა პოლი , ჯერ კიდევ არ იყო მოსული გონს შვილის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ მაინც სულ უფრო და უფრო ხშირად გამოდიოდა ტელევიზორის ეკრანებზე, იმისათვის რომ მადლობა გადაეხადა გულუხვობისათვის. "მე გაოგნებული ვიყავი ყოვლისმომცველი სიყვარულით და მხარდაჭერით, ეს ერთდროულად გადმოუცემი ტკივილი და ბედნიერებაა" ყვება–სამანტა პოლი. 

                     

რეიჩელის მშობლებს იწვვენ მოედნებზე, მოედნები კი მათ ფეხზე ადგომით და ოვაციებით ხვდება. "იცით რას ვიზამთ ჩვენ რეიჩელის სიკვდილიდან 1 წლის თავზე? მის დედის ერთად, ერთი აფრიკული სოფლიდან გადავალთ მეორეში,მესამეში,მეოთხეში...სადაც დღესდღეობით რეიჩელის წყალობით იქ არის წყალი, ის შეხვდება ათასობით აფრიკელს, რომლების სიცოცხლეც თავისმა ქალიშვილმა გადაარჩინა" ამბობს–სკოტ ჰარისონი.
                     რეიჩელმა სიკვდილის შემდეგაც კი გადაარჩინა ერთი სიცოცხლე, მისი ორგანოები გადაუნერგეს  ადამიანს, რომლის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა.
             ეს იყო ისტორია გოგონაზე, რომელიც მისაბაძი გახდა ყველასათვის.  ადამიანები, თავიანთი კეთილი საქმეების მიუხედავად, ადრე თუ გვიან მაინც ჰპოვებენ სამუდამო განსასვენებელს ზეცაში, ცუდი კი ისაა, რომ წუთისოფელი ხშირად უსამართლოა. გოგონამ კი შეძლო მათი დახმარება, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს მისი სიკვდილის შემდეგ მოხდა. საერთოდ ჩვენ ადამიანებს, სიცოცხლეში არ გვახსენდება ესა თუ ის პიროვნება, თავისი დიდი საქმეების მიუხედავად, სიკვდილის შემდეგ კი ზენიტზე აგვყავს...
              
















Комментариев нет:

Отправить комментарий