вторник, 30 июля 2013 г.

პიაცაზე ანგელოზმა გაისეირნა...

           
ივლისის მიწურულს ბათუმში წვიმიანი დღეები დაიჭრა. სიცხისაგან გახურებული ქუჩები უცებ გრილი წყლით დაინამა და იმ სპეციფიკურმა სუნმაც, რომელიც წვიმისა და ასფალტზე დადებული მტვერის "ურთიერთობის" დროს წარმოიშობა გარემო მოასულიერა. წვიმის წვეთები ჟოლობებზე პატარა ჩანჩქერებივით ჩამოედინებიან და ძირს გუბურებს ჰქმნიან. მათი ჟღერადი ხმები განდაგანის რითმებს წააგავს და მეც  აივანზე სულგანაბული ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებ მიდამოს, ვაკვირდები ზღვის ტალღების ბობოქრობას და ამ ჰარმონიაში ჩაბმული ვერ კი ვამჩნევ თუ როგორ სწრაფად გადის დრო.
            მიუხედავად იმისა, რომ წვიმს ქუჩაში ხალხის ნაკადი არ წყდება. ადგილობრივებს შორის ტურისტების გარჩევა არ გამჭირევბია, ზურგჩანთები ხომ მათი მუდმივი აქსესუარია. აქა–იქ რამდენიმე მოზარდი შევნიშნე, რომლებიც წვიმისაგან გაწუწულები თავს მაღაზიის წინ გამოტანილ ზღვის ქოლგებს აფარებდნენ. დაახლოებით ერთი საათი ასე მდუმარე მელანქოლიით შეპყრობილი ვიჯექი აივანზე. რომ გამოვფხიზლდი უკვე 5 საათი იყო. წვიმას გადაეღო. მოწყენილობისაგან ლამის გავგიჟდი. გარეთ გასვლა გადავწყვიტე. ბიძიას შევატყობინე (მაინც სტუმარი ვიყავი) და გარეთ გამოვედი.
             
ჩემდაუნებურად ძველი ბათუმისაკენ ავიღე გეზი. გზაში ოდნავ კიდევ წამოწვიმა, მაგრამ  გადაიღო. მალევე მივადექი დანიშნულების პუნქტს. ო როგორ მიყვარს ძველი ბათუმის ადგილები. თავისი ხიბლით შენარჩუნებული მნახველს იმწამსვე ნუსხავს, ატყვევებს. აქ ძველი და ახალი ერთმანეთს ერწყმის და იბადება სრულიად განსხვავებული გარემო. ყველაზე მეტად მეც ეს მომწონს, თუ როგორი ბუნებრივია აქ რეტრო სტილი, თუ როგორ მოქმედებს მნახველზე ეს ყოველივე... ჩემს ბურანში ვიყავი, როცა პიაცას მივადექი. პიაცა ყოველთვის მაგონებდა წიგნებში აღწერილ პატარა მოედნებს, განსაკუთრებით ის კოშკი, რომელიც თამამად აღმართული ამშვენებს იქაურობას. ტურისტები აქაც ბლომად იყვნენ, მაგრამ ამ ტურისტებში გარეული შევნიშნე ერთი ლამაზი, არა ძალიან ლამაზი, ტანადი ქალი. არ ვიცი ქართველი იყო თუ უცხოელი, მაგრამ მისი
სილამაზით მოხიბლული და დაჰიპნოზებული ადგილიდან ვერ ვიძროდი. მან ზუსტად...ზუსტად ჩემ წინ ჩაიარა, თითქოს დავთვერი, ალბათ გავწითლდი კიდეც... ისევ ეს, ისევ დეჟავუმ შემიპყრო (ახლა ვუფიქრდები და მიკვირს–რა ხშირად მიტევს ხოლმე ეს გრძნობა) მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ადგილზე გაშტერებული ვუყურებდი იმ ქალს, სანამ კუთხეში არ მიეფარა. ცოტახანს ისევ ასე გაოგნებული ვიდექი, მერე უცებ გამოვფხიზლდი. მივხდი, რომ უკვე გვიანი იყო და ჩქარი ნაბიჯით შინისაკენ გავეშურე.
            ის ქალი ისე ცხადად ჩამრჩა მეხსიერებაში, რომ  ხშირად უნებურად მასზე ვფიქრობ. მუზაც კი მომივიდა და ლექსი მივიძღვენი.

ჩემ ქუჩის ბოლოს შევნიშნე ქალი             
რომლის მზერამაც მე დამატყვევა,         
გულში უეცრად მომედო ალი,                 
გონებამ უმალ ფიქრებით დამსეტყვა.

აი დაიწყო თრობის წუთები,
ჩანს წამიერი გრძნობები მელიან,
და იმ ქალისგან შთაგონებული
მუზები ჩუმად, ფარულად მღერიან.

უცებ მომინდა მას შევხებოდი,
რომ გამერჩია ცხადი სიზმრისგან
მის სილამაზეს დამონებული
ამ დროს სიმორცხვემ თავი იჩინა.

როგორც ირემი მოწყურებული
და თეთრი დათვის მელანქოლია,
მჩქეფარე სისხლი ამბოხებული
ასეთი ლტოლვა ჯერ არ მქონია.

ქალი კეკლუცად ფართო გზას გასდევდა
და სიო თმაში მარგალიტს აბნევდა
თითქოს თავის ხიბლს მთვარეს ართმევდა
და თითქოს მზესავით მხურვალედ აფრქვევდა.

მის სილამაზეს ხოტბას შევასხამ
და ღვთიურობას ვეტაყვანები,
ალბათ ოდესმე დაიწერება
ანგელოზ ქალის ლურჯი დღიური.

ლექსით ვერ აღწერ მის ბრწყინვალებას,
ფუნჯით ტილოზე ვერას გახდები,
რადგან რთულია ნათლად ასახო 
მარადისობის ურჩი ტალღები.

მე დავემსგავსე პოეტთა კლანელს,
ილუზიების ნორჩ პლანეტაზე
და ფანტაზიის ნისლში შთანთქმული
თითქოს ორნი ვართ ამ ქვეყანაზე. ♥♥ ))

Комментариев нет:

Отправить комментарий