суббота, 28 декабря 2013 г.

"მამა გორიო"

       

,,მართალია ჩვენი დროის სენტიმენტალურ ლიტერატურაში სიტყვა ,,დრამისმიმართ ნდობა მეტისმეტად შესუსტდა, რადგან ხშირად გამოიყენება უმართებულოდ და დამახინჯებული მნიშვნელობით, აქ მაინც აუცილებელია მისი ხსენება, იმიტომ კი არა, თითქოს ეს ამბავი დრამატულია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ როდესაც იგი დასრულდება, შეიძლება ვინმეს ერთი ორი ცრემლი გადმოუვარდეს intra da extra muros” 


      ბალზაკი რეალისტი მწერალია და მისი რეალიზმი სრულიად მკაფიოდ ასახავს XIX საუკუნის საფრანგეთს; საფრანგეთს, როგორც მატერიალურ უპირატესობას და სოციალურ კატასტროფას. ბალზაკმა თავის სიცოცხლეში 85 რომანისა და მოთხრობის დაწერა მოასწრო და თითქმის ყველა მისი პერსონაჟი არაადამიანური ტანჯვის და ვაების მსხვერპლია, ეს „გოდების ანგელოზი“ კი ბურჟუას მიერაა შექმნილი, რომელიც უცილობლად ყველას სულით იკვებება.


        “მამა გორიო“ ბალზაკის შემოქმედების მწვერვალია. ნაწარმოებში ნათლად იკვეთება ორი დაპირისპირებული სახე–ადამიანი, რომელიც ცდილობს გამოძვრეს ცხოვრებისეული ამაოებიდან და საზოგადოება, რომელიც ფულის სიღრმეში იხრჩობა. სწორედ ამ ცდუნების ზღვარს ადგა პარიზში ჩასული პროვინციელი სტუდენტი ეჟენი რასტინიაკი.

  მადამ ვოკეს პანსიონი ერთგვარ ბუნაგს წარმოადგენს, სადაც თავს იყრიან ცხოვრებისგან ძალაგამოცლილი,დაუძლურებული, ბედმომდურვე ხალხთა „მასა“
ამ „მასაში“ კი მხოლოდ ორი პიროვნება ეჟენი და მამა გორიო გვევლინება მბჟუტავი კრიალოსანივით, რომლებშიც ადამიანურთან ერთად რაღაც განსხვავებულს, სახასიათოს ვხედავთ და ნაწარმოების დასასრულამდე ხელმოჭიდული მივყვებით.

     ეჟენი ვიწრო ყალიბში არ თავსდება, ის თავისი დაუოკებელი წყურვილით სცდილობს გაარღვიოს მის წინ აღმართული ბარიერები და შეაბიჯოს არისტოკრატიის კარებში, სადაც სრულიად განსხვავებული კანონი და წესი მოქმედებს. ეჟენი თანდათან ეფლობა არისტოკრატიულ ჭაობში და თავისივე უვიცობის მსხვერპლი ხდება, მაგრამ უფსკრულის პირას მყოფს დახმარების ხელს მამა გორიო გაუწოდებს, ის აუხელს თვალს რეალურ ცხოვრებაზე და დაუპირისპირდება ვოტრენის მოძღვრებას. ერთ მხარეს მამა გორიო მეორე მხარეს ვოტრენი, ეჟენი კი ჭეშმარიტებს გორიოში იპოვის და მისი მოწაფე გახდება.

        პარიზი–საშინელი ეპოქის ბუდე, ფუქსავატური ცხოვრების რიტმი და ამასთანავე ფულის კერპი, სწორედ ამ უფსკრულში ჩათრევას უქადდა გამოუცდელ სტუდენტს ბავშვური სიბრმავე, ამას ემატებოდა ვოტრენის აპოლოგია, მაგრამ ეჟენს დროზე აეხილა თვალი და ნამდვილი პარიზი იხილა. ბალზაკის ხედვით მამა გორიო იყო ერთადერთი, ვინც ხვდებოდა XIX საუკუნის სენს და იმას თუ რა იმალებოდა არისტოკრატიის ნიღაბს მიღმა, მასში ერთადერთი იმედის ნაპერწკალი ღვიოდა, მაგრამ ეს ნაპერწკალიც ჩაქრა...
მამა გორიომ მთელი თავისი ცხოვრება თავის ქალიშვილებს შესწირა, მათი კეთილდღეობისთვის უკანასკნელ გროშებს იმეტებდ, მაგრამ რა, რისთვის უწევდა დათვურ სამსახურს, როცა საბოლოოდ გაღარიბდა ქალიშვილებმაც მიატოვეს, მეტიც უმადურებმა სიკვდილის წინაც არ ნახეს. სწორედ ასეთი იყვნენ ფულზე შეყვარებული პარიზის შვილები.
გორიოს ქალიშვილების ქცევით განრისხებული ეჟენი საბოლოოდ ჩასწვდა იმას რაც ძვირფასეულობების, ლამაზი კაბების, ბალების, მეჯლისების მიღმა იმალებოდა, მასში მეამბოხე სულმა გაიღვიძა და ძირეული გარდატეხა მოახდინა...ნაწარმოების დასასრულს მარტო დარჩენილი ეჯენი პარიზის წინააღმდეგ გამომწვევი სიტყვებით ილაშქრებს: "ახლა კი ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს"...
  ტრაგედია ის კი არ არის, რომ გახრწნილი ცხოვრება ადამიანებს განუკურნებელი სენივით ტანჯავს (რადგან ეს სენი მუდამ იყო და მარად იქნება) არამედ ის, რომ ფული სიყვარულს სჯაბნის...

"სიყვარული რელიგიაა და მისი კერპი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიისა. იგი სწრაფად გარბის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, და ცდილობს, სადაც გაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი
                                                                                    (ციტატა „მამა გორიოდან“)


                                                                                    

Комментариев нет:

Отправить комментарий