суббота, 28 декабря 2013 г.

"მამა გორიო"

       

,,მართალია ჩვენი დროის სენტიმენტალურ ლიტერატურაში სიტყვა ,,დრამისმიმართ ნდობა მეტისმეტად შესუსტდა, რადგან ხშირად გამოიყენება უმართებულოდ და დამახინჯებული მნიშვნელობით, აქ მაინც აუცილებელია მისი ხსენება, იმიტომ კი არა, თითქოს ეს ამბავი დრამატულია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ როდესაც იგი დასრულდება, შეიძლება ვინმეს ერთი ორი ცრემლი გადმოუვარდეს intra da extra muros” 


      ბალზაკი რეალისტი მწერალია და მისი რეალიზმი სრულიად მკაფიოდ ასახავს XIX საუკუნის საფრანგეთს; საფრანგეთს, როგორც მატერიალურ უპირატესობას და სოციალურ კატასტროფას. ბალზაკმა თავის სიცოცხლეში 85 რომანისა და მოთხრობის დაწერა მოასწრო და თითქმის ყველა მისი პერსონაჟი არაადამიანური ტანჯვის და ვაების მსხვერპლია, ეს „გოდების ანგელოზი“ კი ბურჟუას მიერაა შექმნილი, რომელიც უცილობლად ყველას სულით იკვებება.

четверг, 26 декабря 2013 г.

ბედისწერის მაცნე

      არასოდეს გიფიქრიათ სიკვდილზე? საიქიოზე? ან საერთოდ მეორე სამყაროზე, სადაც სული სხეულის დატოვების შემდეგ გადაინაცვლებს?
      ახლა ერთობ რთულ და ამოუცნობ საკითხზე მიწევს წერა, ალბათ ჩემთვის შეუფერებელიც კია, მაგრამ ასაკი მაძლევს იმის უფლებას ჩემი გონება ვიწრო ყალიბში კი არ მოთავსდეს, არამედ გასცდეს მის ფარგლებს გარეთ და ყოველივე იდუმალს შეეჭიდოს.
        გზაზე, ან სადმე წერილი რომ ნახოთ, რომელზეც თქვენი გარდაცვალების თარიღი ეწერებოდა აიღებდით და წაიკითხავდით? ან "ბედისწერის მაცნე" რომ გამოგეცხადოთ შეეკითხებოდით? ზოგი იტყვის–კის ზოგი–არას, მაგრამ დარწმუნებული ვარ შიში ცნობისმოყვარეობას აუცილებლად სძლევს, ეჭვი კი სიცოცხლის ბოლომდე გაგყვებათ.
        სიკვდილი სრულიად იდუმალი და ალბათ ყველა დამეთანხმება ამაზრზენი ფენომენია. რეალურად მისი არსებობა იგრძნობა ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მის შემდეგ რა ხდება არავინ იცის. ვინ რას ამბობს–შავი გვირაბიო. მწვანე მილიო, შავ–თეთრი სამყაროო, მაგრამ სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავ არ დავიჯერებ :D
        მისტიკა დიდად არ მხიბლავს, მაგრამ ერთხელ მეგობრების ერთად სულების გამოძახების ცერემონია ჩავატარე (სრული სიზუსტის დაცვით :D) მაგრამ–რა? არაფერი გამოვიდა. გვინდოდა ჩვენი ბედი გაგვეგო და რომ ვერ მოვახერხეთ ჩვენთვის "სასურველი" სული გამოძახება თავი მივანებეთ. ბავშვური ცნობისმოყვარეობა სხვა არაფერი.
        სხვადასხვა რწმენა–წარმოდგენები სხვადასხვაგვარად ხსნის ამ ყოველივეს, მაგრამ ეს მხოლოდ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია, არანაირი დოგმა არ არსებობს...

четверг, 12 сентября 2013 г.

"ბარმესიადის ვახშამი" ანუ როგორ ვოცნებობ მომავალზე

             
როგორც ვხედავთ მაიას ტომების წინასწარმეტყველება 2012 წელს მოსახდენ აპოკალიფსის შესახებ არ ასრულდა, არც კომეტა "ნიბირუმ" გაამართლა და არც კაცობრიობის დასასჯელად მოვლინებულა დედამიწას ესეოდენ შიშისმომგვრელი და შემზარავი ანტიქრისტე, ამიტომ ამ ყოველგვარ რეალობას მოკლებულ, ცრუმორწმუნე ადამიანთა კატეგორიისთვის გათვლილ პროგნოზებზე ფიქრის ნაცვლად, ჯობს უკვე მომავალზე ვიფიქრო, ან თუნდაც ვიოცნებო. არ მინდა წინასწარ ილუზიები შევიქმნა, მაგრამ საკუთარი პიროვნული მოტივაციიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩემი ოცნებები მომავლის დაგეგმარებაში მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს, ამისათვის საჭიროა: მიზანსწრაფვა, მონდომება და... ისევ და ისევ სწავლა.

вторник, 30 июля 2013 г.

პიაცაზე ანგელოზმა გაისეირნა...

           
ივლისის მიწურულს ბათუმში წვიმიანი დღეები დაიჭრა. სიცხისაგან გახურებული ქუჩები უცებ გრილი წყლით დაინამა და იმ სპეციფიკურმა სუნმაც, რომელიც წვიმისა და ასფალტზე დადებული მტვერის "ურთიერთობის" დროს წარმოიშობა გარემო მოასულიერა. წვიმის წვეთები ჟოლობებზე პატარა ჩანჩქერებივით ჩამოედინებიან და ძირს გუბურებს ჰქმნიან. მათი ჟღერადი ხმები განდაგანის რითმებს წააგავს და მეც  აივანზე სულგანაბული ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებ მიდამოს, ვაკვირდები ზღვის ტალღების ბობოქრობას და ამ ჰარმონიაში ჩაბმული ვერ კი ვამჩნევ თუ როგორ სწრაფად გადის დრო.

воскресенье, 14 июля 2013 г.

თურმე არსებობენ კეთილი ადამიანები

             
როდესაც პირველად მოვისმინე ისტორია 9 წლის გმირი გოგონას შესახებ, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, სულ სხვანაირად დავინახე ცხოვრება, და წუთისოფლის უსამართლობა... არ შემეძლო არ მომეთხრო ეს ისტორია თქვენთვის, ამიტომ  ამბის სრულად მოყოლა გადავწყვიტე.

вторник, 9 июля 2013 г.

"ტრიუმფალური თაღი"

         

ერთ შეხედვით არაფრით გამორჩეული, მაგრამ მსოფლიოში აღიარებული კლასიკა "ტრიუმფალური თაღი' ჩემი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი წიგნი გახდა მას შემდეგ, რაც წიგნი წავიკითხე და რომანს გემო გავუღე. თავიდან რომანი ერთფეროვანი მეჩვენა–მთავარი პერსონაჟის აქეთ–იქით სიარული ხან სასტუმროში ხან საავადმყოფოში, ყოველდღიური ვიზიტები ბარში, აქაც ისევე როგორც სხვა რომანებში ერთი ჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია იყო აღწერილი, თავისი მწვავე ეიფორიით, ვნებით და ღალატით, ეს ყველაფერი კი იქამდე სანამ რემარკის ჩანაფიქრს მივხდი.

понедельник, 8 июля 2013 г.

მომოვალი ეს ჩვენ ვართ !

              დრო მიდის...იცვლება გარემო, იცვლება ხალხი, იცვლება ის ცხოვრების სტილი, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თაობათა ცვლა იმ უწყვეტელ ჯაჭვს ჰქმნის, რომლის სიმტკიცეზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ძველსაც და ახალსაც, რათა ჩვენი "რელიქვია" ეროვნება უკვალოდ არ გაქრეს; თუ გაქრა მაშინ რა პასუხს გავცემთ ილიას? მან მამული, ენა და სარწმუნოება გვიანდერძა, ჩვენ თუ არ ვუპატრონეთ და არ დავიცავით, მაშინ რა პატრიოტები ვიქნებით, ან რა პასუხს გავცემთ თამარს და დავითს? გორგასალს? სწორედ ჩვენ ახალმა თაობამ უნდა ვიბრძოლოთ მომავლისთვის და იმ ჭეშმარიტებისთვის, რომლიდანაც ცხოვრებისეულ სიბრძნეს ვეზიარებით. ჩვენ უნდა ვიდგეთ ქვეყნის სადარაჯოზე და მტრის პირისპირაც.

понедельник, 1 июля 2013 г.

წიგნი–მეტი ვიდრე ლიტერატურა

             

                  წიგნი ანტიკური ხანიდან დღემდე ინფორმაციის შენახვის და გაცნობის ერთ–ერთი მასობრივი საშუალებაა. მან უკვე მრავალჯერ დაამტკიცა თავისი ძალა ყველა სფეროში, ძალა რომელიც უმთავრეს იარაღს წარმოადგენს ადამიანის განათლების, აღზრდის შემეცნების და ზნეობის ნორმებში. მრავალი საუკუნის განმავლობაში წიგნის რევოლუციურ განვითარებასთან ერთად იცვლებოდა ადამიანთა დამოკიდებულება მის მიმართ. თუ ადრე უპირატესობა ენიჭებოდა  სასულიერო მწერლობას, შემდეგ აღიარეს საერო და ისტორიული მწერლობაც (დროთა განმავლობაში სხვა დანარჩენიც). დაინგრა სტერეოტიპი, რომელიც გულისხმობდა ერთი ჟანრის პრინციპს. დროთა განმავლობაში წიგნმა შეიძინა ყველა ის თვისება, რომელიც ადამიანის სრულფასოვნების მიზანს ემსახურება.